22 თებერვალი 2026 შალვა ძნელაძის მუზეუმში, დარეჯან ძნელაძის ნამუშევრების გამოფენა და „დარეჯან და შალვა ძნელაძეების" კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ დღევანდელი გამოფენა ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაზრდას.
„დღეს ვიმყოფებით შალვა ძნელაძის მუზეუმში, რომელსაც მისი შთამომავლები აცოცხლებენ. დღეს არის გამოფენის გახსნა, რომელზეც წარმოდგენილია, ერთი მხრივ, შალვა ძნელაძის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, ხოლო, მეორე მხრივ, მისი დის - დარეჯან ძნელაძის - ნახატების გამოფენა. მსგავსი კულტურული აქტივობებით იზრდება განათლებისა და შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობები,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
გამოფენაზე სტუმრებმა დაათვალიერეს დარეჯან და შალვა ძნელაძეების უნიკალური კოლექცია: სცენოგრაფიები სპექტაკლებიდან და დარეჯან ძნელაძის ფერწერული ნამუშევრები.
ღონისძიებაზე "დარეჯან და შალვა ძნელაძეების" კატალოგი ავტორმა, ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორმა ირინა აბესაძემ წარადგინა. მისი თქმით, წიგნში წარმოდგენილია იმ მივიწყებული მხატვრების ნამუშევრები, რომლებზეც თავის დროზე ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო და ახლა დავიწყებას მიეცა.
გამოფენის გახსნას მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, ეთნოგრაფები, ეთნოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საგამოფენო დღეეები 21 თებერვიდან 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა სუთიაშვილი ირაკლი გვილავასთან ერთად, გოჯუ-რიუს ახლად გახსნილ აკადემიას ესტუმრა და სპორტული ინვენტარი გადასცა
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026