02 მარტი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებთან ერთად პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ანგარიში საზოგადოებას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ წარუდგინა და პროგრამაში რეგისტრაციის ვადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ია. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროგრამა ბევრ მიმართულებას მოიცავს. წელს კი მას ინფორმაციული ტექნოლოგიებიც დაემატება, რაშიც „სქილვილ აკადემია“ ჩაერთო.
დედაქალაქის მერმა სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტზე და ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით კადრების გადამზადებას, პროფესიონალიზმის ზრდას და მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026