10 ოქტომბერი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე დეპუტატების გადაწყვეტილებით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების რამდენიმე პროექტი დამტკიცდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე ახალი სახელები მიენიჭა თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩასა და ჩიხს, რომლის თაობაზეც ინფორმაცა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ წარმოადგინა.
საკრებულოს სხდომას დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025