31 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის საკრებულოში მოსვლა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში შეკრებილი საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ და დედაქალაქის მერი საკრებულოს წევრების მოთხოვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერი წევრები კახა კალაძის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და მასში დედაქალაქის მერის მონაწილეობას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ დედაქალაქის მერი, საკრებულოს წინაშე უახლოეს მომავალში წლიური ანგარიშით აუცილებლად წარდგება, ხოლო ამ ეტაპზე, როდესაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს მერის მოსვლა საკრებულოში მიზანშეწონილი არ არის.