31 მაისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც შსს-ს ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიციელებს და მათი ოჯახის წევრებს სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა მიმართეს და მათ პროფესიული დღე მიულოცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სამართალდამცავებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს! თქვენ მართლაც გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს - საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავთ ჩვენი ქვეყნის, თანამოქალაქეების უსაფრთხოებას და კანონის უზენაესობას. ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, სათანადოდ დავაფასოთ ის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე, რომელსაც არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ პოლიციელის დღე. ჯანმრთელობას, გამძლეობასა და წარმატებებს გისურვებთ",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025