28 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მოადგილესთან თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.
მასწავლებლის ეროვნულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი - 10 პედაგოგს გადაეცა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს, აღინიშნება. ამასთან, ყოველწლიურად ამ დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია - სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო - გადაეცემა.
წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალი ინიციატივით, მასწავლებელთა შრომის აღიარების მიზნით აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა - თითოეულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე შეირჩა და დაჯილდოვდა 5 ღვაწლმოსილი მასწავლებელი, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას.
მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესება საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება. ამ მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით იკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. დასკვნით ეტაპზე წლის საუკეთესო 10 მასწავლებელი სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ გამოავლინა.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026