19 თებერვალი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა, საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე და უნგრეთის ელჩის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში პიტერ ტარჩაი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნგრეთი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად და მოკავშირედ.
თავის მხრივ, უნგრეთის ელჩმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
თბილისის საკრებულოს წევრებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
მარტი 20,2026
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა
მარტი 19,2026
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026