11 ივნისი 2022
თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი პროექტი - „ოპერა შენს ეზოში“, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის 170-ე საიუბილეო წელს მიეძღვნა, კვლავაც გრძელდება.
დედაქალაქის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე აღნიშნულ ღონისძიებას ქვემო ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში, რაიონის გამგებელთან ერთად, ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაესწრო.
კოსტუმირებულ ღონისძიებაზე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კომპოზიტორების ოპერებიდან ცნობილი არიები ახალგაზრდა საოპერო მომღერლებმა შეასრულეს.
დამსწრე საზოგადოებს სიტყვით ლევან ჯაფარიძემ მიმართა. საკრებულოს წევრმა პროექტის მნიშვნელობასა და მიზანზე ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას უბნის სკვერებსა და ეზოებში კლასიკური მუსიკის მოსმენისა და საოპერო წარმოდგენებზე დასწრების საშუალება მიეცემა.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026