21 ნოემბერი 2023 თბილისის საკრებულოში პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვისა და დედაქალაქის 2004 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა, თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.
„აღნიშნული საკითხის 2024 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში ასახვასთან დაკავშირებით, რეკომენდაციები და შენიშვნები უკვე გავაგზავნეთ. ბიუჯეტში პროგრამულად უნდა გაჩნდეს მუხლი, რომლითაც დაფინანსდება ბავშვთა სასკოლო კვება. ეს იქნება საცდელი ვერსია თბილისის მუნიციპალიტეტში და შემდეგ უკვე თანამონაწილეობით საქართველოს მთავრობასთან ერთად, ეს მოდელი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში გავრცელდება“,- განაცხადა ნინო წულაძემ.
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026
ნინო ვარდოსანიძე: "ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს"
აპრილი 01,2026