07 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები ბინძური ცილისწამებაა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განმარტა, კომპანია „თეთრ კვადრატს“, რომელიც ვაკეში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს, ფასთა სხვაობის გადახდა მოუწევს. შესაბამისად, ოთარ გრიგოლიას თქმით, ოპონენტების ბრალდება უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.
„ყველა კომპანიამ, რომელმაც კონკრეტული მიწა სხვა სამართლებრივი სტატუსით შეიძინა, ვალდებულია, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება თავიდან დაათვლევინოს. შესაბამისად, კომპანია ფასთა სხვაობას დაფარავს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ამ დროისთვის აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება დაწყებულია და აქ საცხოვრებელი კომპლექსის აშენება ურბანულად მიზანშეწონილია.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025