01 მაისი 2023
პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, დღეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელთან და გარემოს დაცვის კომისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" წარმომადგენელმა ნინო წულაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მოპოვებული რეკომენდაციები განიხილეს. მისივე თქმით, აღნიშნულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" მიერ მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა - დროებითი წესი, რომლის მიხედვითაც პარტია საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში ცვლილების შეტანას ითხოვს.
ამას გარდა, შეხვედრაზე მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026