31 მარტი 2023
თბილისის საკრებულოში პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წევრი ნინო წულაძე თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა კვების უზრუნველსაყოფად ინიციატივით გამოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა.
როგორც ნინო წულაძემ განაცხადა, დღეს დაიწყო კამპანია, რომელიც თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს.
„თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა კვების უზრუნველსაყოფად ვიწყებთ თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვებას. მოქალაქეთა ერთი პროცენტის ხელმოწერების საფუძველზე საკრებულო ვალდებული იქნება აღნიშნული საკითხი განიხილოს. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ ამ ბერკეტს და შევაგროვებთ ხელმოწერებს. თბილისში სულ 176 საჯარო სკოლაა, შესაბამისად, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა, რომელიც მიმართული იქნება მოსწავლეებისათვის ჯანსაღი კვების უზრუნველსაყოფად. საკრებულოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინაციით კი შესაძლებელია უზრუნველვყოთ ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში“, - განაცხადა ნინო წულაძემ
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელმოწერების შეგროვება თბილისის არაერთ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი და მოსახლეობა დააფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას. ამის შემდეგ კი საკრებულოში ინიციატივა დარეგისტრირდება და ინფორმაცია გავრცელდება, თუ როდის იქნება აღნიშნული საკითხის განხილვის შესაძლებლობა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026