30 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელო“ წევრმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც მუნიციპალური სერვისების გაძვირებაზე ისაუბრა.
მან დედაქალაქის მერიას მიმართა და განაცხადა, რომ უწყება ვალდებულია აუხსნას საზოგადოებას თუ ვისი ბრალია მუნიციპალური სერვისების გაძვირება და მოსაკრებლებლების, საფასურების, ჯარიმების ოდენობის ზრდა.
„საინტერესოა ამ ფაქტს შეისწავლის თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ შექმნილი კომისია. მით უფრო, რომ ფასების ასეთ მასშტაბურ ზრდას არ მოჰყოლია სერვისების გაუმჯობესება. მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის დაპირებიდან ცხრა წლის შემდეგაც თბილისში საპარკინგე ადგილები არ არის. მეტიც საპარკინგე ადგილების რაოდებობა ყოველწლიურად მცირდება”,- განაცხადა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე საკრებულოს კომისიათა პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს
მარტი 16,2026
სომხური თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 16,2026
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026