05 მაისი 2022
დედაქალაქის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რევაზ სოხაძემ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად მოსკოვის გამზირზე მდებარე ვარძიის სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, პარკში, რომლის ფართობიც 8 300 კვადრატული მეტრია, შადრევანი, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი და გარე განათების სისტემები მოეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ივლისში დასრულდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება კი 1 100 000 ლარია.
ვარძიის სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და მისი მოადგილე პაატა ტოგონიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნენ.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026