25 დეკემბერი 2022
თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან და კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად ფონიჭალაში ახლად რეაბილიტირებულ ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერის გახსნას დაესწრო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში არსებულ ტერიტორიაზე საბავშვო სივრცე, სხვადასხვა სახეობის საბავშვო ატრაქციონები მოეწყო. ასევე, საფეხმავლო ბილიკებზე დაიგო დეკორატიული ფილები და გარე განათების სისტემა მოწესრიგდა.
როგორც კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამწვანება და თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს.
„კრწანისის რაიონში, ახალ წელთან და რეაბილიტირებული სკვერის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გავმართეთ. ყველა ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ახალ წელს. გვინდოდა კრწანისელებისთვის სადღესასწაულო განწყობა შეგვექმნა. ყველა კრწანისელს და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ბედნიერების, ბარაქის, მშვიდობის და წარმატებების წელი ყოფილიყოს 2023“ ,-განაცხადა ლევან ჯაფარიძემ
ღონისძიების ფარგლებში ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, სადაც წარმოდგენილი იყო ილუზიონისტის შოუ, ანიმატორები, ჯამბაზები და თოჯინების თეატრი.
საბავშვო ნაწილის შემდეგ, ღონისძიება ბენდი „1/4“ -ის მუსიკალური პროგრამით დასრულდა.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026