04 აპრილი 2025 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ სევილიაში გამართულ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრაზე, რომელსაც ლევან აბაშიძის გარდა, საქართველოდან PLATFORMA-ს სხვა წევრებიც ესწრებოდნენ, ახალი მულტიფინანსური ჩარჩო (MFF) და ევროკავშირის საგარეო ქმედებები განიხილეს.
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ გლობალურად და განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებში LRG-ების ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიუჯეტი არათუ შემცირდეს, არამედ გამოყოფილმა ბიუჯეტმა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიები უნდა გააძლიეროს.
PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომა 2 აპრილს გაიხსნა. PLATFORMA-ს დირექტორმა, ბორის ტონჰაუზერმა, MFF-ში ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. CEMR-ის გენერალურმა მდივანმა, ფაბრიციო როსიმ კი PLATFORMA-ს პოზიციის დოკუმენტი წარადგინა, სადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებებში ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ჩართულობის გაძლიერებაზეა საუბარი.
თბილისის საკრებულოს წევრებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
მარტი 20,2026
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა
მარტი 19,2026
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026