02 ოქტომბერი 2022 თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით და Caucasus Auto Import –ის დახმარებით, გლდანის 8 მ/რ, #23-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ათეულობით ძირი ხე-მცენარე დაირგო.
„ქალაქის უბნების გამწვანება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მეტი მწვანე სივრცისა და რეკრეაციული ზონების არსებობა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს, Caucasus Auto Import –ის დახმარებით გლდანის რაიონში მდებარე სკვერს ახალი სიცოცხლე შევძინეთ. მსგავსი აქტივობები მომავალშიც განხორციელდება .“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ
აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქციაში მაჟორიტართან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა და Caucasus Auto Import –ის თანამშრომლები ჩაერთნენ.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026