19 მაისი 2022
თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, კლინიკაში „ახალი მზერა“ რაიონის მოსახლეობისთვის თვალის დაავადებების გამოკვლევის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში პროფესორ მერაბ დვალის თვალის კლინიკის გლდანის განყოფილებაში საპენსიო ასაკის პაციენტებს ოფთალმოლოგებმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს. უფასო სკრინინგს კონსტანტინე ზარნაძე პირადად ესწრებოდა.
კომპლექსური გამოკვლევების ფარგლებში მოქალაქეებს კატარაქტისა და გლაუკომის დაავადებები გამოუვლინდათ. კლინიკა „ახალი მზერა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, შესაბამისად, პაციენტებს ქირურგიული მკურნალობა დაუფინანსდებათ.
როგორც მაჟორიტარმა აღნიშნა მსგავსი აქციები რაიონის მოსახლეობისთვის მომავალშიც გაიმართება.
„მხედველობის დაქვეითებისა და თვალის სხვადასხვა დაავადებების გავრცელების პრობლემა სამწუხაროდ ძალიან აქტუალურია. დაავადების აღმოსაფხვრელად დროულად ჩატარებული კვლევა და დიაგნოსტიკა პაციენტის გამოჯანმრთელების აუცილებელი წინაპირობაა. მსგავსი აქციები, გლდანის რაიონის მოსახლეობისთვის მომავალშიც აუცილებლად გაიმართება“,- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026