25 მარტი 2023 24 მარტს, თავისუფალ თეატრში, ასოციაცია "რონაის" ორგანიზებით, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ადგილობრივი დიასპორების მიერ საერთო ქურთული დღესასწაული „ნავროზი“ აღინიშნა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ნავრუზის დღესასწაული მიულოცა.
„დღესასწაული „ნავრუზი“ მშვიდობის და სიკეთის დღესასწაულია. მოხარული ვარ, რომ ერთად გავხდით ამ ლამაზი დღესასწაულის ნაწილი და ვიზიარებთ იმ განწყობას, რომელიც ნოვრუზს თან ახლავს. დღევანდელი დღე ნათლად წარმოაჩენს იმ მიღწევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოში შექმნილია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის.თბილისი საუკუნეების მანძილზე გამოირჩეოდა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით .", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისი წარმოადგენს მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს.
წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი იყო, რადგან მას ესწრებოდა 12 ქვეყნის დელეგაცია. ამასთან, ნავრუზის დღესასწაულს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საელჩოების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლები.
ნინო ვარდოსანიძემ და ლევან აბაშიძემ UCLG-ის აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
აპრილი 14,2026
ზურაბ აბაშიძე: „დედა ენა“ მომავალშიც დარჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც ახალ თაობებს გზას გაუნათებს ცოდნისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ
აპრილი 14,2026
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026