12 დეკემბერი 2022
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, კამპანიის ,,არა ქალზე ძალადობას“ ფარგლებში, სანდრო მრევლიშვილის მუნიციპალურმა თეატრმა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარებს უმასპინძლა და სპექტაკლი ,,ცილინდრი’’ წარუდგინა.
აღსანიშნავია,რომ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალურ თეატრებში, სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისებისა და საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ , გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა 16 დღიანი კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ქალთა უფლებების დაცვა მრავალმხრივ აქტივობასა თუ კამპანიას საჭიროებს. იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერდეს დაცვის ღონისძიებები და მოხდეს ძალადობის დროული პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება. უმნიშვნელოვანესია კულტურის სფეროს წარმომადგენელთა აქტიური ჩართვა, რომლებიც ფართო მასების ინფორმირებას უზრუნველყოფენ. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივასა და შეთავაზებას თბილისის მუნიციპალური თეატრები ასეთი აქტიურობით გამოეხმაურნენ. მადლობა სანდრო მრევლიშვილის თეატრალურ დასს და თეატრის დირექტორს დღევანდელი დღისთვის, დღევანდელი სპექტაკლისთვის“. - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.