19 სექტემბერი 2022 თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე მოწყობილი, ქვეითთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა გადასასვლელის გახსნის ღონისძიებას, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.
რაიონის მაჟორიტარმა აღნიშნა, რომ ამიერიდან ადგილობრივ მოსახლეობას რკინიგზის ლიანდაგზე სიარული აღარ მოუწევს. ისინი კეთილმოწყობილი და რაც მთავარია უსაფრთხო მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლებენ. მიწისქვეშა გადასასვლელთან ასევე მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი და დამონტაჟდა შუქნიშანი.
„მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით, სამაჟორიტარო ბიუროში ხშირი მომართვიანობა იყო. გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და შედეგად, მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ეს პრობლემა აღმოიფხვრა. თბილისის მერიასთან, ისნის რაიონის გამგეობასთან ერთად, ერთობლივი ძალებით შევძელით ამ პროექტის განხორციელება“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, დღეიდან ახალი გადასასვლელით სარგებლობას გვენცაძის, პაპიაშვილის, ბუშის ქუჩის, გუჯარეთის 1-2 და მელაანის 1-2-3-4 შესახვევების მცხოვრებლები შეძლებენ.
ღონისძიებას ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი ესწრებოდა.