25 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში საერთაშორისო ორგანიზაცია - „მერსი ქორფს“-ის წარმომადგენლები, პროგრამა WISE-ის დირექტორი ნინო ჭელიძე და „მერსი ქორფს“-ის რეგიონული სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების მრჩეველი კაუთერ ალმალაკი იმყოფებოდნენ, რომლებთანაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამა - ,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ (WISE) ფარგლებში, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, თბილისის საკრებულომ და „მერსი ქორფსმა“ ქალთა უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლეს, რის შედეგადაც, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია და სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „მერსი ქორფსთან“ ახალ პლატფორმებზე თანამშრომლობის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ სამომავლო ერთობლივი მუშაობის მიმართულებაც ქალთა გაძლიერება უნდა იყოს.
თავის მხრივ, „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებმა თინათინ ნიბლოშვილს შეხვედრისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია შემაჯამებელი შეხვედრების გამართვა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის მიმართულებით მუშაობდნენ. ნინო ჭელიძემ და კაუთერ ალმალაკმა თბილისის მუნიციპალიტეტთან სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
პროგრამა ,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ (WISE) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და უკვე მესამე წელია საქართველოსა და სომხეთში „მერსი ქორფ“-ის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია ქალთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოების მხარდაჭერა, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე თემში ცნობიერების ამაღლება და ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე რეაგირება.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025