26 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თსუ-ს ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებს - ხათუნა ჩუგოშვილს, მარინა ნაცვალაძეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ საკრებულოს შენობა და გასცნობოდნენ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას.
შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდების ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართულობასა და თვითმმართველობის დონეზე ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები და სამოქალაქო სექტორი აქტიურად ერთვებოდნენ ადგილობრივი მმართველობის პროცესებში.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. თბილისის საკრებულო ყოველთვის უჭერს მხარს ყველა ინიციატივას, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას მუნიციპალურ პოლიტიკაში, აგრეთვე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ინტერესების გაძლიერებას", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის დასასრულს თსუ-ის ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე ახალგაზრდებისთვის მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026