16 სექტემბერი 2024 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში, 190-ე სკოლაში, იმყოფებოდნენ. საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებსაც დღეს პირველი დღე აქვთ სკოლაში. დარწმუნებული ვარ, მათ წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მასწავლებლები მათ სანიმუშო მოქალაქეებად აღზრდიან", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
190-ე სკოლის დირექტორმა ირინე გაგოშიძემ თინათინ ნიბლოშვილსა და ირაკლი ხელაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლა გასულ წელს სრულად გარემონტდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი სკოლის ეზო მოეწყობა.
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026