05 ოქტომბერი 2022 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ვაჟა-ფშაველას სახელობის N87-ე საჯარო სკოლას ესტუმრა.
თინათინ ნიბლოშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე 82 წლის ფიზიკის პედაგოგს ასმათ მაღრაძეს მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი უკვე 60 წელია ფიზიკის მასწავლებელია.
„პედაგოგის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ჩვენს მომავალ თაობებთან, ჩვენს შვილებთან, სწორედ ამიტომ, პედაგოგის როლი განსაკუთრებულია მოსწავლის აღზრდაში. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ პედაგოგს და წარმატებები გისურვოთ საქმიანობაში,’’ -განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს 100-ზე მეტ ქვეყნაში აღინიშნება.