30 ივნისი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოს წევრებთან, თათია ჩახვაშვილთან და მარიამ ზაქარიაშვილთან ერთად, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, პარლამენტარები გიორგი ჩაკვეტაძე და გივი მიქანაძე, საქართველოს საპატრიარქოს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მომეცით შესაძლებლობა მემეგობრა თქვენთან. ჩვენ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს თბილისის საკრებულოში და გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად მიხარია დღეები, როდესაც საკრებულოში მოდიან ახალგაზრდები. ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი იდეები, თქვენი ხმა, თქვენი ინიციატივები. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მუდმივი მზადყოფნა თქვენთან თანამშრომლობისთვის და თქვენთან მეგობრობისთვის.
დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ წარმატებული ადამიანები. თქვენ ხართ თაობა, რომელსაც ევალება ამ ქვეყნის მართვა მომავალში", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის კონფერენციაზე ის პროექტები და ანგარიშები წარადგინეს, რომლებზეც ახალგაზრდული ორგანიზაციები მუშაობდნენ. 2025 წლის შემაჯამებელ კონფერენციაში ათას ექვსასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025