08 მაისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპების უკეთ გაცნობა.
თინათინ ნიბლოშვილმა სტუდენტებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა, ასევე დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს ფუნქციებსა და მოვალეობებზე, წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, სტუდენტების მხრიდან თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია.
„თბილისის საკრებულო სტუდენტებს ხშირად მასპინძლობს. გვახარებს ახალგაზრდების აქტიურობა და მათი სურვილი გაიგონ მეტი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრა სამ ეტაპად გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 150-მდე სტუდენტმა მიიღო.
თბილისის საკრებულოს წევრებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
მარტი 20,2026
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა
მარტი 19,2026
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026