02 ოქტომბერი 2025
თბილისში სპორტული ცენტრის, „ტფილისი"- სასკოლო ლიგის, ახალი ცენტრალური ბაზა გაიხსნა. გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე ესწრებოდა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს გურამ ოქროპირიძემ სიტყვით მიმართა. მან განაცხადა, რომ ეს ცენტრი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. მისივე თქმით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და სპორტის განვითარებას.
თბილისის სასკოლო ლიგის ცენტრალური ბაზა 2019 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დაფუძნდა. სასკოლო ლიგა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში სპორტის სხვადასხვა სახეობის აქტივობებში ყოველწლიურად 30 000-მდე მოსწავლეა ჩართული. პროექტი „ტფილისი ჯგუფის" ინვესტიციით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტის სადრენაჟეო სისტემით, დაიგო სერტიფიცირებული მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი და მოეწყო UEFA-ს სავარჯიშო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა. ასევე მოეწყო 300 კაცზე გათვალისწინებული ტრიბუნა, ოთხი გასახდელი, ადმინისტრაციული პუნქტები, შოურუმი და ტერასა. 2026 წლის გაზაფხულისთვის სპორტულ ცენტრში გაიხსნება ფარიკაობის კლუბი და მოეწყობა სპორტული პნევმატური იარაღის სასროლეთი.
ახალი ინფრასტრუქტურა სასწავლო პროცესის პერიოდში 172-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. ობიექტზე ფუნქციონირებს საფეხბურთო აკადემია „ტფილისი", გაიხსნება ასევე სარაგბო, ფარიკაობის და სპორტული სროლის სასწავლო აკადემიები. გაიმართება სხვადასხვა სახის თემატური ტურნირები, მასობრივი სპორტული აქტივობები და ახალგაზრდული ფესტივალები.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის საკრებულოს, აგრეთვე სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025