26 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრნენ. ცენტრი, რომელიც ვარკეთილში მდებარეობს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნეს.
საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია.
მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორია მოიცავს 11500 კვ.მ. ფართობს. ტერიტორიაზე განთავსებულია 2 აუზი, (25*20-ზე, 20*12-ზე), ფიტნეს დარბაზი, ტანვარჯიშის და კალათბურთის დარბაზები, საბრძოლო ხელოვნების დარბაზი, კრივი, ჭიდაობა და ძიუდო, მედიათეკა და ქორეოგრაფიული სტუდია.
მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ცენტრის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.