24 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, დიდი ქართველი მეფის ერეკლე მეორის ძეგლის გახსნას დაესწრნენ. ძეგლი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრი თიკა რუხაძე.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ძეგლის განთავსების ინიციატივისთვის, ასევე, კულტურის სამინისტროსა და მოქანდაკეების ჯგუფს, რომელმაც ძეგლზე იმუშავა.
ძეგლი თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით დაიდგა. ნამუშევარი მოქანდაკეების ჯგუფმა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა. მონუმენტი, რომელიც ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე II-ის ღვაწლის უკვდავსაყოფად განთავსდა, სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები, ასევე მოქანდაკეები, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები ესწრებოდნენ.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026