19 მაისი 2025 თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა 30-ზე მეტმა მეწარმე ქალმა, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და დამთვალიერებლებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს. ღონისძიების მიზანია დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, ეკონომიკურად გაძლიერება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად მეწარმეების სტენდები დაათვალიერა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, თბილისის საკრებულო ყოველთვის უჭერს მხარს იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალი მეწარმეების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივ წარმოებას.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ეს გამოფენა ამის რეალური გამოხატულებაა. დევნილი ქალები, რომლებიც ქმნიან, ავითარებენ და თავიანთი შრომით ხელს უწყობენ ეკონომიკას, იმსახურებენ მხარდაჭერას. ეს ღონისძიება სწორედ ასეთი მხარდაჭერის მაგალითია", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გელაშვილი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025