31 მაისი 2023
თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია“-ში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი გაიმართა. ფორუმი, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნესმეგობრული“, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფორუმზე, მრავალ სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციების და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ქალაქების სრულ ჩართულობას მოითხოვს. ასევე მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სამართლებრივ ჭრილში ადგილობრივი ხელისუფლების შესახებაც იმსჯელეს.
ეკონომიკური განვითარების ფორუმში მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებთან, ასევე, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან და მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად 2007 წლიდან ჩამოყალიბდა. ფორუმის ფარგლებში, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარების და ახალი იდეების გააზრების ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბების და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის.
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026