19 აპრილი 2022
თბილისის საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართული ღონისძიება უკრაინელი ხალხის მედიკამენტებით დახმარების აქციის ფარგლებში მოეწყო.
მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა ნინო ოსეფაშვილმა მოაწერეს.
“წითელ ჯვართან გაფორმებული მემორანდუმით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კერძო სექტორთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მეტად საჭირო და აუცილებელ საქმეში და ჰუმანიტარულ ტვირთს მედიკამენტების სახით გავაგზავნით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს რომელიც ამ პროცესში ჩართული იყო, საკრებულოს წევრებს, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს და კომპანიებს, რომლებმაც ამ აქციაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს“,- გიორგი ტყემალაძე.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და თბილისის საკრებულო თანხმდებიან, ერთობლივი საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად ითანამშრომლონ. კერძოდ, უკრაინაში კრიზისულ სიტუაციაში მოწყვლადი მოსახლეობის მხარდასაჭერად და მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად, წითელი ჯვრის საზოგადოება იღებს ვალდებულებას, დონორის მიერ ჩარიცხული თანხით მედიკამენტები შეიძინოს და უკრაინის წითელ ჯვარს გაუგზავნოს.
„დღეს უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა. საკრებულოს წევრები და თანამშრომლები ჩართული ვართ ყველა საჭირო ჰუმანიტარულ ღონისძიებაში. ამჯერად, ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად შევიძინეთ მედიკამენტები. გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან, რომელიც მედიკამენტების უკრაინაში წითელი ჯვრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს “, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 24,2026
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026