27 სექტემბერი 2022
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საკრებულოს შენობაში მედიაჰოლდინგ "კვირას" დამფუძნებლის, ქეთევან ხოსიტაშვილის საავტორო ფილმის -"თავისუფლების" ფასი" პრემიერა გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი; აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და მინისტრთა კაბინეტი; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე ესწრებოდნენ.
დოკუმენტურ ფილმში ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა. ავტორს გამოყენებული აქვს აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ნაჩვენებია არსებული მძიმე ვითარება.