02 დეკემბერი 2022
დღეს, დედაქალალაქის წარმომადგენელობით ორგანოში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) მხარდაჭერით, პროექტის „ახალგაზრული საკრებულოს“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ, სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პროექტის მიზანია, შეირჩეს ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლიტიკით და თავიანთ რაიონებში არსებული პრობლემებით. პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდული საკრებულოს" წევრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საკრებულოსა და კომისიის სხდომებს. ითანამშრომლონ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ამასთან, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში“. მიმართა ნინო წულაძე
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ და აღნიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკაში და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ღონისძიებას პროგრესის ცენტრის პროექტების მონაწილე ახალგაზრდები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.