27 აპრილი 2023
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში მხატვარ ბასე ჯაფაროვას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა და მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიება ქურთული ასოციაცია „რონაის“ ინიციატივით და საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა, მას თბილისის სსაკრებულოს წევრები, მხატვრის ოჯახის წარმომადგენლები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბასე ჯაფაროვა პირველი ქურთი მხატვარი ქალია საქართველოდან, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უდიდესი აღიარება აქვს მოპოვებული.
„თბილისის დიდი სიყვარული მხატვარს გადმოცემული აქვს ფერწერულ ტილოებში. ეს ტილოები გამორჩეული ხელწერის და ნაციონალური ესთეტიკის მეშვეობით განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს დამთვალიერებლებზე. თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში წარმოდგენილი ექსპოზიცია კიდევ ერთხელ აცოცხლებს მხატვრის შემოქმედებას და ბიოგრაფიას“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
თბილისელი მხატვრის, ბასე ჯაფაროვას, ნახატებში კარგად არის გადმოცემული სიყვარული საქართველოსა და თბილისისადმი. მხატვარი ძირითადად პორტრეტებსა და პეიზაჟებს ქმნიდა. მის ნამუშევრებში მეტწილად ასახულია თემის ტრადიციები და კულტურა.
ბასე ჯაფაროვას ნახატები სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების მოყვარულთა კერძო კოლექციებში ინახება.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026