03 დეკემბერი 2021
თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა.
თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს ნიკოლოზ კახეთელიძეს გადასცა.
ნიკოლოზ კახეთელიძემ გიორგი კალანდარიშვილს მადლობა გადაუხადა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ახლადარჩეულ წევრებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქის საკეთილდღეოდ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ნიკოლოზ კახეთელიძე პროფესიით ეკონომისტი, სხვადასხვა დროს თბილისის მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. მათ შორის 1997-2000წწ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო.