20 მაისი 2022
თბილისის საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებს პრეზენტაცია „ისწავლე და დასაქმდი“ წარუდგინა, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 40-მდე სფეროებში განხორციელდება. პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საბჭოში შემავალი ცალკეული თემების გეგმები, მოვისმინეთ უახლოესი პერიოდის ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია. ასევე, წარვადგინე პრეზენტაცია პროგრამაზე - “ისწავლე და დასაქმდი”. აღნიშნულ პროგრამას თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია რეგისტრაციისა და ვებ-გვერდის შესახებ, შესაბამისად საშუალება ექნებათ პროგრამას დეტალურად გაეცნონ. ეს თემა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებისთვის ძალიან საინტერესო იყო“- განაცხადა ნინო რუხაძემ.