23 თებერვალი 2022
თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე თბილისში, ერთ-ერთი ქუჩისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების საკითხი განიხილეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ფასდაუდებელია ანზორ ექომაიშვილის წვლილი ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში, ჩვენი ფოლკლორული შედევრების აღმოჩენასა და პოპულარიზაციაში.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ შეხვედრის მონაწილეებს ქუჩის სახელდების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა. მისი განცხადებით, კომისია მზად არის აქტიურად იმუშაოს ხსენებულ საკითხზე.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 12,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
თებერვალი 18,2026