19 მარტი 2026
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები განთავსდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა.
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026
ლევან ჯაფარიძე და ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ
მარტი 17,2026