26 მაისი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს დედაქალაქში თბილისში, ნოქალაქევში, გეგუთის სასახლის ეზოში, სამთავისის მონასტერთან, ვეჯინსა და ხევში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფოს პირველი პირები სიტყვით გამოვიდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„გილოცავთ ჩვენს უდიდეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ის უმთავრესი ფასეულობებია, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში წარმართავდა ჩვენი ქვეყნის ისტორიას და დღეს ჩვენს ერს აერთიანებს. თავისუფლების იდეისთვის იბრძოდნენ თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია - დღეს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 107-ე წელს ვზეიმობთ!
კიდევ ერთხელ ვულოცავ 26 მაისს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ!"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ათონელის, ფურცელაძისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა.
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა
მარტი 19,2026
ზურაბ აბაშიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა
მარტი 18,2026
თბილისის საკრებულო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მარტი 18,2026