04 აგვისტო 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე შოვში, სტიქიის ზონაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. გიორგი ტყემალაძე იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებს სულ მალე დაუბრუნდებიან.
„გუშინ, შოვში განვითარებული დამანგრეველი სტიქიური პროცესები მსხვერპლით დასრულდა. იქ მყოფი ადამიანები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა და სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. სამაშველო სამსახურმა, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების სამძებრო-ოპერატიული მოქმედების შედეგად, ამ დროისთვის 210 ჩვენი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. იმედს გამოვთქვამ, რომ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებს სულ მალე დაუბრუნდებიან. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს თავდაუზოგავი შრომისთვის და კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026