23 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის დედაქალაქის, ერევნის მერს ტიგრან ავინიანს და მერის მოადგილეს ლევონ ჰოვანესიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი ესწრებოდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სტუმრებს მიესალმა და დედაქალაქის საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აბაშიძემ ერევნის მერს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ და სომეხ ხალხს შორის მეგობრობას გაუსვა ხაზი.
„ყოველთვის სასიხარულოა თბილისში ჩვენი მეგობარი ქვეყნის დელეგაციის მიღება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია. საქართველოს და სომხეთს განვითარების გზაზე ბევრი საერთო აქვს. საინტერესოა ამ თვალსაზრისით, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ერევნის მერმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ერევნის მერს დედაქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტებზე, ასევე საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ერევნის მერმა ერთობლოვი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025