25 ივლისი 2022
თბილისის საკრებულოში შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის მონაწილეთა საზეიმო მიღება გაიმართა. სტუმრებს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ უმასპინძლა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საამაყოა, რომ თბილისი შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს და მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე კიდევ ერთხელ წარმოჩნდება.
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება გასულ წელს იქნა მიღებული, როდესაც კონგრესის საბჭომ საქართველოდან წარდგენილი წინადადება გამარჯვებულად დაასახელა. შედეგად, შედარებითი ლიტერატურის ქართულმა ასოციაციამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობითკონგრესის გამართვის უფლება მოიპოვა.
შედარებითი ლიტერატურის კონგრესი ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში ყველაზე მასშტაბურ და კომპეტენტურ სამეცნიერო და კულტურულ ფორუმად მიიჩნევა. ის გასული საუკუნის 60-იანი წლებიდანყოველ სამ წელიწადში ერთხელიმართება. კონგრესს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და სხვა ქალაქები. კონგრესი არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.
კონგრესის ფორმატი ათასობით დელეგატის მონაწილეობას - მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსების, ლიტერატურათმცოდნეების, კულტუროლოგების, მთარგმნელების, მწერლების ჩართულობასითვალისწინებს. კონგრესზე დარეგისტრირებულნი არიან მონაწილეები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. კონგრესი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში: დელეგატთა ნაწილი თბილისს სტუმრობს, ხოლო ნაწილი ონლაინ ფორმატშიიმუშავებს.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, აგრეთვე, თბილისში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით ტარდება.