30 ოქტომბერი 2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების შემადგენლობები ცნობად მიიღეს, ხოლო კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს. კომისიების შემადგენლობა და თავმჯდომარეობის კანდიდატები საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ წარადგინა. დედაქალაქის წარმომადგენლობის ორგანოში 11 კომისიაა.
საკრებულოს სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეების თანამდებობაზე შემდეგი წევრები დაამტკიცეს:
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე;
ქონების მართვისა და საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე;
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია;
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე;
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე;
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი;
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე;
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე;
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძე დაამტკიცეს.