30 მარტი 2022
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გიგა ბათიაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენას ,,მეორე სიცოცხლე“ დაესწრო.
გამოფენა სამხატვრო აკადემიის ასი წლის იუბილეს ფარგლებში, UNESCO-ს მონაწილეობით, გიგა ბათიაშვილის 88 წლის დაბადების დღეზე ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, არქიტექტორის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მუდმივად ცდილობს ისეთი დამსახურებული ადამიანების ღვაწლის სათანადოდ დაფასებას, როგორიც გიგა ბათიშვილი იყო. კომისია ინიციატივით გამოდის თბილისში ერთ-ერთ ქუჩას გიგა ბათიაშვილის სახელი მიენიჭოს.
დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს გაჟღერებული ინიციატივისთვის და პროცესში ჩართულობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 12,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
თებერვალი 18,2026