06 ივლისი 2023
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრებთან, ნათია მოდებაძესთან და ლევან აბაშიძესთან, ერთად ჩაჩავას კლინიკას ეწვია და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
კლინიკის გენერალურმა დირექტორმა მარინა გელანტიამ და რეპროდუქციული ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან გოცირიძემ სტუმრებს მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულების განყოფილებები დაათვალიერებინეს, სადაც მოქალაქეები მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებენ.
სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მკურნალობის, დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული კვლევების პროცესში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის და კვალიფიცირებულ პროფესიონალთა გუნდის ეფექტიან მუშაობას შეეხო. აღინიშნა, რომ ამ კომპონენტთა თანხვედრა მოქალაქეებს ევროპული დონის სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.
„ჩვენს ქვეყანაში ათწლეულების გამოცდილების მქონე მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო დონის კლინიკის არსებობა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მოქალაქეებს ემსახურება, მნიშვნელოვანი განაცხადია.
კლინიკის მთავარი პრიორიტეტი პაციენტზე ორიენტირებაა. მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები კი მოქალაქეებს ევროპული დონის, ინოვაციური სამკურნალო მეთოდებით მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026