24 ივნისი 2024
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და კომისიის წევრები ლევან აბაშიძე და ნათია მოდებაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან, თუბა ოზუთოქთან და კოორდინატორის მოადგილესთან, მუჰამმედ ემრე ეზბერთან, ერთად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ ეწვივნენ.
საკრებულოს წევრებმა და უცხოელმა სტუმრებმა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორთან, გოჩა მინდიაშვილთან, ერთად თავშესაფარში არსებული საცხოვრებელი გარემო დაათვალიერეს და იქ მყოფ ბენეფიციარებს შეხვდნენ.
„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისი ჩვენი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორია, რომელმაც საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი უკვე განახორციელა.
გვაქვს სურვილი, რომ კიდევ ერთი სასარგებლო პროექტი მუნიციპალურ თავშესაფარში განხორციელდეს, სადაც ამჟამად სტუმრად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმყოფებით.
იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ბენეფიციარებს“, - განაცხადა თავშესაფარში ყოფნისას ზურაბ ჩიკვილაძემ.
თავშესაფარში ყოფნისას საკრებულოს წევრებმა უცხოელ პარტნიორებთან და თავშესაფრის ხელმძღვანელობასთან ერთად ბენეფიციართა ყოფის გაუმჯობესებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო რესურსების გამოყენების შესახებ იმსჯელეს, ასევე ერთობლივი პროექტების თაობაზე შეთანხმდნენ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026
ბექა მიქაუტაძე: ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა
მარტი 06,2026