20 იანვარი 2025 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქალაქ ტრაპიზონს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ზურაბ ჩიკვილაძე, ვიზიტის ფარგლებში, ჯანმრთელობის და სამედიცინო ტურიზმის ფორუმს დაესწრო.
მას ამასთანავე საქმიანი შეხვედრა ჰქონდა ქართული დელეგაციის მასპინძელთან, ქალაქ ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, ერქუთ ჩელებთან.
მხარეებმა შეხვედრის დროს თბილისსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხების თაობაზე ისაუბრეს და ორმხრივი კავშირების გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
ფორუმის მუშაობის ფარგლებში, ზურაბ ჩიკვილაძემ ქალაქ ტრაპიზონის სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებიც დაათვალიერა.
ქართული დელეგაციის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი ესწრებოდა.
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026
ბექა მიქაუტაძე: ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა
მარტი 06,2026
საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026