19 ივნისი 2023 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრ ნათია მოდებაძესთან ერთად ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც მოქალაქეები ყველა პროფილის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში იღებენ.
სტუმრებმა კლინიკის გენერალურ დირექტორთან, ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გოჩა ინგოროყვასთან ერთად სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქვეყანაში ნეიროქირურგიის დარგის განვითარებაზე, ამ მიმართულების სპეციალისტების ხელშეწყობასა და სამეცნიერო სიახლეების შესახებ ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, რომ მკურნალობის, დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული გამოკვლევების პროცესში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენება და პროფესიონალთა გუნდის ეფექტიანი მუშაობა პაციენტებს ევროპული დონის ინოვაციური სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.
ზურაბ ჩიკვილაძემ კლინიკის მედიკოსებთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალური პროგრამების სტრატეგიის განსაზღვრაში სამედიცინო პერსონალის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მაღალტექნოლოგიური კლინიკების არსებობა მნიშვნელოვანია. მაღალი დონის სამედიცინო სერვისებისადმი ნებისმიერი სტატუსის მქონე პირის ხელმისაწვდომობის წინაპირობას კვლევების თანადაფინანსება ქმნის, რასაც თბილისის მერია ახორციელებს. მსგავსი სერვისების არსებობა კი საზოგადოების ჯანმრთელობის გარანტიაა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას“ ეწვია
აპრილი 07,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 06,2026
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
აპრილი 02,2026